ახალი ამბები
ტყიბულის მინდელის შახტის ადმინისტრაციის ნაწილმა თანამდებობა დატოვა
FaceBook
ტყიბულის მინდელის შახტში ადმინისტრაციის ნაწილმა თანამდებობები დატოვეს.
საქნახშირის გენერალურმა დირქტორმა მეშახტეთა მოთხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლა წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე, შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი და მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე.

თავად გენერალური დირექტორი, ჯამბულ ჯაყელი თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც კომპანიაში ტექნიკური სამუშაოები და კვლევა დასრულდება. 

ამ წუთებში ტყიბულში პროფკავშირების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინაროებს. ტყიბულის თეატრის წინ შახტში დასაქმებულები კომპანიის ადმინისტრაციის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ.

აქციას ორგანიზებას დარგობრივი პროფესიული კავშირის და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები უწევენ. მათ მთავრობის მიმართ ხუთპუნქტიანი მოთხოვები აქვთ.

საპროტესტო აქცია 24 ივლისაც გაიმართება,  ტყიბულის კულტურის სახლთან. აქცია დღეს დასრულდა და ის, ხვალ 12 საათზე განახლდება. მეშახტეების თქმით მათ შეუერთდებიან გაერთიანებული პროფკავშირები, ჭიათურელი მაღაროელები,ზესტაფონის ფეროს, ქსნის და რუსთავის ქარხნების თანამშრომლები.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს, ოთხი მუშა დაიღუპა, 6 კი დაშავდა. 

ამავე შახტში კიდევ ერთი უბედური შემთხვევა სამი თვის წინ მოხდა. 5 აპრილს აფეთქების შედეგდ ჩამოშვილი მასისგან გამოწვეულმა ჰაერის დიდმა ტალღამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.


ამავე თემაზე:

"გაჩერებას არ ვაპირებთ" - ტყიბულში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოხდეს შახტში მომხდარი უბედური შემთხვევების ობიექტური გამოძიება - აქცია ტყიბულში

ტყიბულის შახტის ოსტატები იმერეთის სამხარეო პოლიციაში დაკითხეს

ტყიბულის შახტშტი დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ვინ არიან შახტში გარდაცვლილები - 4 მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა

ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოძიების პირველადი ინფორმაცია - რა მოხდა ტყიბულის შახტში?

არჩილ თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთოების სტანდარტი არ მიიღწევა

ტყიბულის შახტში დაშავებული მუშები თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

ბოლო 3 თვეში ტყიბულის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს

ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება"
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის პირველ
სართულზე ცეცხლი გაჩნდა.
21:55 / 21.02.2024
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ცეცხლი გაჩნდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.