ახალი ამბები
„რუსთაველის ხიდის რეაბილიტაცია 120 000 ლარამდე დაჯდება“ - გიორგი ჭიღვარია
FaceBook
ქუთაისის მერმა ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე  მაესტროსთან ისაუბრა.
გიორგი ჭიღვარიას თქმით, უახლოეს მომავალში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსთაველის ხიდზე. ხიდი სრულად გაიწმინდება და მასზე 4 ცალი 6 მეტრიანი განათების სვეტი დამონტაჟდება, რომლებიც ქვისა და ლითონის ელემენტებით იქნება გაწყობილი.

ქალაქის მერმა ასევე ისაუბრა თეთრ ხიდზე მიმდინარე სამუშაოებზე. მისი თქმით, ხიდის რეაბილიტაცია ტურისტულ სეზონს იმის გამო დაემთხვა, რომ პროექტირებას და ტენდერის გამოცხადებას დრო სჭირდებოდა.

გიორგი ჭიღვარიამ დაანონსა ცენტრალური ბაღისა და რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტები. მისი თქმით, აღნიშნული პროექტებისთვის ჯამში 20-30 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

სამაგიეროდ, ქალაქის მერს არ უხსენებია ბალახვნის კიბეების რეაბილიტაცია, რომლის პროექტი მერიას ამ დრომდე არ აქვს.

გიორგი ჭიღვარიას თქმით, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით, მომავალ კვირაში იგეგმება მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

ამავე თემაზე:

ხიდს ვეფხისტყაოსნის დეკორაციებით გააფორმებენ - რუსთაველის ხიდის რეკონსტრუქცია იგეგმება
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
თუ პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის, სამართალდამცავის
დაუმორჩილებლობისთვის, თანამდებობის პირის ან საჯარო მოსამსახურის
შეურაცხყოფისთვის, ასევე შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზების და
ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის,
ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული პატიმრობა
შეეფარდება.
14:08 / 01.07.2025
თუ პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის, სამართალდამცავის დაუმორჩილებლობისთვის, თანამდებობის პირის ან საჯარო მოსამსახურის შეურაცხყოფისთვის, ასევე შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება.
გაუქმდა -
13:14 / 01.07.2025
გაუქმდა - "მინისტრის საათი", ხოლო სხვადასხვა ანგარიშვალდებული პირების ინტერპელაციების რაოდენობა გაორმაგდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.