ახალი ამბები
„ტორპედოს“ გულშემატკივრები გუნდის გასამხნევებლად ქუთაისის ქუჩებში მსვლელობას გამართავენ
FaceBook
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედოსა" და მოლდოვური "შერიფის" დაპირისპირებამდე ნახევარი საათით ადრე, "ტორპედოს" გულშემატკივრები ქალაქის ქუჩებში მსვლეობას გამართავენ.
ფანკლუბის წევრები  გუნდს შეძახილებით გაამხნევებენ.

მსვლელობა 10 ივლისს, 17:00 საათზე თეთრი ხიდიდან დაიწყება.

"ტორპედო"  მოლდოვურ "შერიფს" საკუთარ მოედანზე 10 ივლისს დაუპირისპირდება.

ჯერ კიდევ რამდენიმე დღით ადრე,  მატჩის ქუთაისში ჩატარების საკითხი გაურკვეველი იყო. სტადიონზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, თამაშის თბილისში ჩატარების ალბათობა არსებობდა, თუმცა, 3 ივლისს, კლუბში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ვიზიტის დროს გადაწყდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩს "ტორპედო" საკუთარ მოედანზე მიიღებს.

როგორ გამოიყურება "ტორპედოს" სტადიონი ნახეთ აქ.


ამავე თემაზე:

„ტორპედო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს

ოპოზიცია, ქუთაისში ჩემპიონთა ლიგის მატჩის შესაძლო ვერჩატარებაზე განმარტებას ითხოვს

მოშლილი ინფრასტრუქტურა "ტორპედოში" და მზადება ჩემპიონთა ლიგისთვის (ფოტორეპორტაჟი)

„ტორპედომ“, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩს ვერ უმასპინძლოს

Print