ახალი ამბები
მყარი ნარჩენების კომპანია - ქუთაისში ახალ ნაგავსაყრელზე განაღმვითი სამუშაოები დასრულებულია
FaceBook
ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელის მოწყობის პროექტი 2016 წელს მზად იქნება, ხოლო ნაგავსაყრელის მოწყობა 2018 წლისთვის დასრულდება - აღნიშნულის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა დღეს ქუთაისში გამართულ შეხევდრაზე განაცხადა, სადაც ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის დეტალები განიხილეს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი და გერმანიის განვითრების ბანკის (KFW)) წარმომადგენლები ქუთაისის მერს შოთა მურღულიამ და ვიცე-გუბერნატორს პაატა ნადირაძეს და ვიცე-მერს ნოდარ მიქიაშვილს შეხვდნენ.
ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელის მოწყობას, ძველის დახურვას, ნარჩენების შეგროვებას, ქალაქის დასუფთავების სისტემის გაუმჯობესებასა და ნარჩენების გადაზიდვის სისტემის მოწყობას მოიცავს. აღნიშნული პროექტისთვის ევროკავშირმა გრანტის სახით 20 მილიონი ევრო გამოყო.
მყარი ნარჩენების მართვის ინტეგრირებული პროექტი ქუთაისში განხორციელდება, რომელიც ასევე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებსაც მოემსახურება.
პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტი კომპანიაა-ERM, ხოლო დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტი კომპანია -PEM-ია. პროექტის საერთო ბიუჯეტი 26 მილიონ ევროს შედგენს.
გიორგი შუხოშვილის ინფორმაციით, მყარი ნარჩენების კომპანიამ ქუთაისში ახალ ნაგავსაყრელზე განაღმვითი სამუშაოები დაასრულა. პროექტი 2016 წლის დასაწყისში იქნება მზად, ნაგავსაყრელის მოწყობა კი 2018 წლისთვის დასრულდება. ამ დროს მოხდება ძველი ნაგავსაყრელის დახურვაც.
"გერმანიის განვითარების ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ფინანსური შეთანხმების საფუძველზე მომზადდა იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელის ანგარიში, რის ფარგლებშიც 20 მილიონი გამოიყო. პროექტის ფარგლებში პირველი ეტაპზე მოხდა ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვითი სამუშაოების წარმოება. მართალია, ნარჩენები ახლაც შედის ნაგავსაყრელზე, მაგრამ არ ხდება მისი დაწვა და მოსახლეობას პრობლემები არ ექმნება. რაც შეეხება ახალ ნაგავსაყრელს, მიმდინარეობს სამუშაოები და ევროსტანდარტების შესაბამისად მოწყობა. დაცულია 500 მეტრიანი ბუფერული ზონა, ასევე მოეწყობა რეკრეაციული ზონა,"–განაცხადა შოთა მურღულიამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.