ახალი ამბები
წყალტუბოში მოქალაქეებს საკუთარი უბნის მოსაწყობად პროექტებს დაუფინანსებენ
FaceBook
წყალტუბოში უბნები შესაძლოა თავად მოქალაქეებმა მოაწყონ.
უბნისა და ქუჩების გალამაზების შესაძლებლობა მოქალაქეეებს ახალი პროექტის - სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის მიხედვით ექნებათ. 

"წყალტუბოში სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის განხორცილების ძირითადი ეტაპი იწყება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები თავად შეძლებენ იზრუნონ საკუთარი უბნის, ქალაქის და ქუჩის გალამაზებაზე. პროგრამა პირველ ეტაპზე მხოლოდ ქალაქს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ქალაქი სამ ზონად დაიყო, თითოეულ ზონას ჰყავს კოორდინატორი, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეებთან კომუნიკაციისა და კონსულტირებას," - ამბობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, თამარ მამარდაშვილი, რომელიც ამავე დროს სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს  წევრი გახლავთ. 

მისივე ცნობით  წყალტუბოში პროგრამის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ 150 000 ლარია განისაზღვრული.

"შესაძლოა ამ თანხის ფარგლებში დაფინანსდეს ერთი დიდი პროექტი, ან რამდენიმე მცირე პროექტი. ეს პროექტები ძირითადად მიმართული იქნება 
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობაზე, ან ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, გამწვანებასა და გარეგანათების უზრუნველყოფაზე. წარდგენილი პროექტებიდან საუკეთესოს შერჩევა კი თავად წარმომადგენლობითი საბჭოების მიხედვით მოხდება, " - განმარტავს სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის კომისიის წევრი თამარ მამარდაშვილი.

სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს თავიანთი პროექტის წარდგენა მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 25 ივლისამდე  შეეძლებათ.

პროექტის განხორციელების ვადა ერთი წელია. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურაში მაღაროელები უკვე მე-200 დღეა, ქუჩაში არიან გამოსული და
სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის იბრძვიან.
12:54 / 15.09.2025
ჭიათურაში მაღაროელები უკვე მე-200 დღეა, ქუჩაში არიან გამოსული და სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის იბრძვიან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების
შესაბამისად, 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E
ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები
გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.
12:47 / 15.09.2025
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.