ახალი ამბები
ქუთაისის მერიასთან სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარების აქცია შეთანხმებით დასრულდა
FaceBook
ქუთაისის მერიასთან შეკრებილი საცხოვრისის ბენეფიციარების შეხვედრა მერიის წარმომადგენლებთან შეთანხმებით დასრულდა.

"შევთანხმდით იმაზე, რომ ჯერჯერობით არ იქნება რემონტი", - ამბობს შეხვედრიდან გამოსულმა საცხოვრისის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა.

სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლებს ქალაქის მერის მოადგილე იუზა უგულავა შეხვდა, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენატრის გაკეთება არ ისურვა. 

სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები მერიის წინ მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც შპს "სანომ" შენობაში გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება დაიწყო, ადგილობრივებმა კი მათ ამის საშუალება არ მისცეს. მათი თქმით, გამაგრება  საკმარისი არ იქნება, რადგან შენობა ავარიულია.

სოციალურ საცხოვრისში ბენეფიციარების შესახლებიდან ექვს თვეში ჭერი ჩამოინგრა. ამ დროიდან მოყოლებული ობიექტი ზიანდება.  მერიის დაკვეთით შენობაში  ექსპერტიზა ჩატარდა.

ქუთაისიპოსტის მიერ მოპოვებულ დასკვნის ნაწილში წერია, რომ შენობას რეკონსტრუქცია  ხარვეზებით ჩაუტარდა.

დასკვნაში ასევე, ნათქვამია, რომ შპს "სანომ" ბენეფიციარებს იმაზე ნაკლები რაოდენობის ფართი გადასცა, ვიდრე მერიამ მიღება-ჩაბარების აქტში მიუთითა.

დასკვნას არ ენდობა  შპს "სანო" და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს. დასკვნას  ასევე, უნდობლობას უცხადებს ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი, კოტე ქვთარაძე, რომელიც სოციალური საცხოვრისის მოწყობის მიზნით ქუთაისის მერიაში შექმნილი კომისიის თავმჯდომარეც იყო.

ქუთაისში, ნიკეს ქუჩაზე, კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში, სოციალური საცხოვრისი 2017 წლის პირველ ოქტომბერს გაიხსნა.

უსახლკაროებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად კომპანია "სანომ" ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი მიიღო, 2017 წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში, სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა.


ამავე თემაზე: 

ქუთაისის მერიასთან აქციის ორი მონაწილე ცუდად გახდა

ნგრევის პირას მისული ქუთაისის სოციალური საცხოვრისი (ფოტო)

რა წერია სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპრეტიზის დასკვნაში (ფოტო)

ვერ დავეთანხმები დასკვნას" - ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი საცხოვრისში ჩატარებულ ექსპერტიზაზე

"პასუხი ვერ მივიღეთ" - საცხოვრისში მცხოვრებლები მერის მოადგილეებთან შეხვედრაზე

"სად ნახეთ ჩემი აგრესია" - დაპირისპირება საცხოვრისში მცხოვრებლებისა და მერის მოადგილის შეხვედრაზე (ვიდეო)

სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები მერის მოადგილეს ხვდებიან (ვიდეო)

სოციალური თავშესაფრის მცხოვრებლები ქუთაისის მერიასთან შენობაში არსებულ მდგომარეობას გააპროტესტებენ

სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, მერიამ სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის

მერია: გადაწყდა, ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მდგრადობა ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლოს

ექსპერტებმა ქუთაისის სოციალური საცხოვრისის შესწავლა დაიწყეს

"დასკვნა ბევრ რამეს გასცემს პასუხს" - ქუთაისის სოციალურ საცხოვრისზე ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა

"უბედურება დატრიალდება" - სოციალური საცხოვრი

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები


ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა


"შენობა ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის


ქუთაისის მერიასთან აქციის ორი მონაწილე ცუდად გახდა
Print