ახალი ამბები
კადეტთა ლიცეუმში სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სწავლის მსურველთა მიღება დაიწყო. ლიცეუმში მხოლოდ ისინი მიიღებიან, ვინც 9 კლასი წელს დაამთავრა.

აპლიკანტებმა სამხედრო სასწავლებელში  სწავლის გასაგრძელებლად ფიზიკური ტესტი, ზოგადი უნარებისა და მათემატიკის გამოცდა უნდა ჩააბარონ. მათემატიკის ჩაბარება მოსწავლეებს წელს პირველად მოუწევთ.

ფიზიკური ტესტი, რომელიც 60 მეტრზე და 2000 მეტრზე სირბილს და ღერძზე აზიდვას გულისხმობს, აპლიკანტებს ადგილზე ჩაუტარდებათ, თეორიულ საგნებში კი გამოცდას "გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი" ჩაატარებს.

კადეტთა ლიცეუმში სასწავლებლად მხოლოდ 126 აპლიკანტი მიიღება. როგორც დაწესებულებაში ამბობენ, მოსწავლეები გამოცდების შედეგების მიხედვით ჩაირიცხებიან, თუმცა, ჩასარიცხ მოსწავლეთა შერჩევის შემდეგ, ისინი სამედიცინო შემოწმებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაივლიან, რის შემდეგაც გადაწყდება ვინ მოხვდება ლიცეუმში.

საბუთების მიღება 29 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

კადეტთა ლიცეუმში სწავლის სურვილს ყოველწლიურად 700-მდე მოსწავლე გამოთქვამს.

ამჟამად დაწესებულებაში 31 გოგონა სწავლობს. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის
გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
11:29 / 15.06.2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის
დღესთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადება
გაავრცელა, რომელშიც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და არსებული
გამოწვევები შეაფასა.
12:03 / 14.06.2026
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და არსებული გამოწვევები შეაფასა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.