ახალი ამბები
პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას შექმნის
FaceBook

პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია ჩამოყალიბდება.

რიგგარეშე სხდომა 13:00 საათისთვის არის მოწვეული.

საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა 17 წევრით განისაზღვრა. მმართველ გუნდსა და უმცირესობას შორის მიღწეული შეთანხებით, კომისიაში უმრავლესობა - 9 ადგილი "ევროპულ საქართველოს" ექნება და კომისიას მისივე წევრი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

"ქართული ოცნება" წარმოდგენილი იქნება ექვსი დეპუტატით, ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" - ერთი წევრით და ასევე, კომისიაში იქნება პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი.

"ქართული ოცნება" საგამოძიებო კომისიაში შემდეგი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი: არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე.

საპარლამენტო უმცირესობიდან კომისიის შემადგენლობაში შევლენ: სერგი კაპანაძე (კომისიის თავმჯდომარე), ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ირმა ნადირაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი და გიგა ბოკერია.

ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე უარი განაცხადა. 

interpressnews.ge

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.