ახალი ამბები
ქუთაისში მიცვალებული უკანონოდ მოწყობილ სასაფლაოზე დაკრძალეს
FaceBook
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მიცვალებული უკანონოდ მოწყობილ კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს. ადგილზე ჯერ მხოლოდ ერთი საფლავია მოწყობილი. შპს "პანთეონს", რომელმაც 1 500 კვ.მ. ფართზე სასაფლაო ქუთაისის მერიასთან შუთანხმებლად მოაწყო, შესაძლოა, ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა მოუწიოს. თუმცა, რა ბედი ეწევა საფლავს,  უცნობია.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ კომპანიამ შეცდომა 10 დღის ვადაში უნდა გამოასწოროს.

"უნებრათვო მშენებლობისთვის დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება. 10 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ მოხდება შემოწმება და თუ არ აქვს შესრულებული ჩვენი მითითებები, მოხდება მისი დაჯარიმება", - ამბობს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია.

როგორ უნდა გამოასწოროს შეცდომა, სასაფალაოს მეპატრონემ არ იცის. თემურ იობაშვილი ამბობს, რომ მითითებულ ვადებში სასაფლაოს ვერ მოშლის.

"თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ რა ამბავი ატყდება ეს რომ მოხდეს? მაგას ვერ ვიზამთ. არ ვიცით რა უნდა ვქნათ. რაც შეეხება ჯარიმას, ვიცი, რომ 3000 ლარით აპირებენ ჩემს დაჯარიმებას იმაზე, რაც მე დავარღვიე", - ამბობს შპს "პანთეონის" დირექტორი, თეიმურაზ იობაშვილი.

იობაშვილი არ უარყოფს, რომ მერიისგან ნებართვა არ აქვს, თუმცა, ამბობს, რომ პრობლემას ახლა აგვარებს.

"შემხვდნენ მერიის წარმომადგენლები და ჩემთვის ცნობილი იყო ყველაფერი.  ვაგვარებ პრობლემას და  ვიღებ ნებართვას",-ამბობს სასაფლაოს მეპატრონე.

იობაშვილი ქუთაისის მერიისგან სასაფლაოს მოწყობის ნებართვის მიღებას ორი თვის წინაც გეგმავდა, თუმცა, მაშინ ქუთაისიპოსტს მერიაში განუცხადეს, რომ ნებართვის გაცემას არ აპირებდნენ, რადგან დასახლებაში, სადაც მუნიციპალური სასაფალოს 11 ჰექტარი უკავია, ახალი საფლავების მოწყობას მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა. გარდა ამისა, ტერიტორიას, რომელიც წყალტუბო-ქუთაისის საზღავრზე მდებარეობს, ამ დრომდე სასოფლო-სამეურნეო სტატუსი აქვს, რაც მას ადგილზე სასაფლაოს მოწყობის უფლებას არ აძლევს.


ასე გამოიყურებოდა შპს "პანთეონის" ტერიტორია ორი თვის წინ

ავანგარდის დასახლებაში, ადგილობრივებმა ახალი სასაფლაოს მოწყობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე გააპროტესტეს. მათი თქმით, საფლავები საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოსა კეთდება, რაც მათტვის მიუღებელია.

მოსახლოებასთან ერთად, სასაფლაოს გახსნას შეეწინააღმდეგა ავანგარდის სულიწმიდის სახელობის ეკლესიის წინამძღოლი, მამა ილია, რომელმაც ერთ–ერთი ქადაგების დროს მრევლს უთხრა, რომ სასაფლაოს გაფართოებას არ შეგუებოდნენ.

ქუთაისი-წყალტუბოს საზღვარზე 4 ჰექტარი მიწის ისტორია და გზა, რომელიც მამაოსთან მიდის, ნახეთ სტატია.

ამავე თემაზე:

მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ავანგარდში კერძო სასაფლაოს აწყობენ

ბრძოლა კერძო სასაფლაოს წინააღმდეგ და გზა, რომელიც მღვდელთან მიდის




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.