ახალი ამბები
"ლევან აბზიანიძე იძულებითი ნარკოტესტირების მსხვერპლია" - აქცია ქუთაისში
FaceBook
შსს იმერეთის სამხარეო სამმართველოსთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა.
"აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ", "ლევან აბზიანიძე იძულებითი ნარკოტესტირების მსხვერპლი", "ზრუნვა და არა დასჯა", - ამ სლოგანით საპროტესო აქცია სახელოსნო "პარქსისი"-ს  ორგანიზებით ქუთაისში დღეს დაიწყო და ერთი კვიირს მანძილზე სხვადასხვა დაწესებულებთან გაიმართება.
"პრაქსისი"-ს წარმომადგენლების მოთხოვნაა, ლევან აბზიანიძის საქმე გადაკვალიფიცირდეს. ასევე აქციის მონაწილეები სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მხულის შცვლას ითხოვენ. 
"ასევე უნდა გაუქმდეს იძულებითი ნარკოშემოწმება", - განმარტეს აქციის მონაწილეებმა.
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ლევან აბზიანიძე, დაახლოებით ორი კვირის წინ პოლიციელებმა ნარკოშემოწმებაზე წაიყვანეს. გარდაცვალებამდე აბზიანიძემ ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მას სამი ტაბლეტი შარდმდენი იძულებით დაალევინეს.  
ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ გარდაცვლილი ლევან აბზიანიძის ახლობლების განცხადებით, აბზიანიძე ნარკოლოგიურში მოტყუებით წაიყვანეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.