ახალი ამბები
"ნუ მომკლავ!" - ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია დაიგეგმა
FaceBook
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად, 31 მაისს, ქუთაისში საპროტესტო აქცია სახელწოდებით "ნუ მომკლავ" გაიმართება. აქციის მონაწილეები ცენტრალურ მოედანზე 19:00 საათზე შეიკრიბებიან.

31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებზე განაჩენი გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეში ერთ-ერთი  ბრალდებული, მოზარდების ჩხუბში გარდაცვლილ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო, ხოლო, მეორე გარდაცვლილის, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს,  კვალიფიკაცია შეუცვალა და მას  მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლებენ,  რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული  ამ დრომდე არ ჰყავს. 

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა გარდაცვლილ დავით სარალიძის მამისთვის, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურატურასთან დილიდან აქციას მართავს.

ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის პოსტიდან გადაყენებას და პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. 

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ  რეალური დამნაშავეები დაკავებული არ არიან და მათ პროკურატურა ხელს აფარებს.

გასული წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი კი ორ დეკემბერს დაიღუპა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორთვიანი წყვეტის შემდეგ,  საქალაქო
ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, თუმცა,
პირველივე დღეს
გაფუჭდა #28
მიკროავტობუსი.
10:31 / 29.05.2020
ორთვიანი წყვეტის შემდეგ,  საქალაქო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, თუმცა, პირველივე დღეს გაფუჭდა #28 მიკროავტობუსი.
29 მაისიდან ქუთაისში სრულად აღდგა საქალაქო
ტრანსპორტის მოძრაობა.
09:59 / 29.05.2020
29 მაისიდან ქუთაისში სრულად აღდგა საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.