ახალი ამბები
"შემოდგომაზე ტყის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება" - ეროვნული სატყეო სააგენტო
FaceBook
ეროვნულ სატყეო სააგენტოში "თავისუფალი საქართველოს" წევრის ბრალდებებს პასუხობენ და საღორიის ტყეში მცენარეების გახმობის შესახებ განმარტებას აკეთებენ.

სააგენტოს ცნობით, "საღორიის ტყეში" მოტეხილი და ზეხმელი ხეების ტყიდან გამოტანა განხორციელდება, ხოლო შემოდგომის სეზონზე ტყის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

მათივე ცნობით, "სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2018 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, ე.წ. "საღორიის ტყეში" (იმერეთის რეგიონი), იმერეთის სატყეო სამსახურის მიერ მიმდინარეობს მოთხრილ-მოტეხილი და ზეხმელი ხეების აღრიცხვა. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის შემოდგომამდე განხორციელდება აღნიშნული ხეების ტყიდან გამოტანა, ხოლო შემოდგომის სეზონზე ტყის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

"ე.წ. საღორიის ტყეში გაწმენდითი სამუშაოები 2016 წელსაც განხორციელდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მომზადებული ტყის აღდგენის პროექტის თანახმად, ზემოაღნიშნულ ტერიტორიის 2,4 ჰა ფართობზე დაირგვება იმერული მუხისა და იფანის 10 000-მდე ნერგი. აღსანიშნავია, რომ ნერგები გამოყვანილია ამავე ზონაში 2015 წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მოწყობილ ტყის დროებით სანერგეში", - აცხადებენ ეროვნული სატყეო სააგენტოში.

საღორიის ტყეში მცენარეების მდგომარეობა 22 მაისს პარტი "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლობამ გააკტიტიკა და ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულა.

ქუთაისის მიმდებარედ არსებულ მუხნარის ე.წ "საღორიის" ტყეს დაახლოებით 360 ჰა ფართობი უჭირავს. მუხნრის ტყეს ნაკრძალის სტატუსი აქვს მინიჭებული.



მუხნარის ტყეში იმერული მუხის გარდა გავრცელებულია ფიჭვი, ევკალიპტი, იფანი და რცხილა. ნახეთ ფოტრეპორტაჟი მუხნარის ტყიდან.

ამავე თემაზე:

"20 წელში მუხნარის ტყე გაქრება" - პროტესტი ქუთაისში

გაზაფხული მუხნარის ტყეში (ფოტო)
Print