ახალი ამბები
მასწავლებლები პროფესიულ განვითარებას ონლაინ კურსების საშუალებით 2019 წლიდან შეძლებენ
FaceBook
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, მასწავლებლებს პროფესიული განვითარების ელექტრონულ კურსებს შესთავაზებს.

2019 წელს საქართველოში პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც მასწავლებლები ასეთ მასშტაბურ პროექტში ჩაერთვებიან და ელექტრონული კურსები მათ პროფესიულ განვითარებას მეტად ხელმისაწვდომს გახდის.

ტრენინგების დისტანციური ონლაინ კურსები მზადდება პროექტის მიერ შემუშავებული ტრენინგმოდულების ბაზაზე. თუმცა, ფორმატიდან გამომდინარე უფრო მეტ ინოვაციურ, აქტიურ და თანამედროვე ინსტრუმენტებს აერთიანებს, რაც ეფექტიანი და ხელმისაწვდომი პროფესიული განვითარების მოდელის შექმნას შეუწყობს ხელს.

ონლაინ კურსების საშუალებით – პედაგოგებს მიეცემათ შესაძლებლობა, მათთვის სასურველ დროს და ადგილას, ონლაინ რეჟიმში გაიარონ ტრენინგი. ონლიან ტრენინგი მასწავლებლებს პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარებაშიც დაეხმარებათ.

კურსების შემუშავება დასრულდება 2019 წლის აპრილში და ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული მასწავლებლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.

ამჟამად მასწავლებლები ჩართულები არიან საპილოტე პროგრამაში, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: https://curriculu.me/

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ონლაინ კურსები მოიცავს როგორც ზოგადპროფესიულ, ასევე, საგნობრივ (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია, ინგლისური) მოდულებს.

პირისპირ კურსების ონლიან ფორმატში კონვერტირებას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემია ახორციელებს.

edu.aris.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დასავლეთ საქართველოსა და მათ შორის
იმერეთის რეგიონში 6-7 აპრილს წვიმაა მოსალოდნელი.
10:42 / 06.04.2020
დასავლეთ საქართველოსა და მათ შორის იმერეთის რეგიონში 6-7 აპრილს წვიმაა მოსალოდნელი.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა
ბონდო სოფრომაძემ უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე თერჯოლის
საკრებულოს განცხადებით დღეს მიმართა.
15:01 / 01.04.2020
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე თერჯოლის საკრებულოს განცხადებით დღეს მიმართა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.