ახალი ამბები
წელს მე-12 კლასის გამოსაშვებ გამოცდებს 47 000–მდე მოსწავლე ჩააბარებს
FaceBook
2018 წელს სკოლის საატესტატო გამოსაშვებ გამოცდებს 47 000–მდე მე–12 კლასის მოსწავლე ჩააბარებს. ამ რაოდენობაში იგულისხმება ყველა ის მოსწავლე, ვისაც გამოცდები გეგმიურად უწევს და ასევე ისინი, ვინც მე–11 კლასის გამოცდა გასულ წელს არ ჩაუბარებია და წელს აბარებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს აბიტურიენტებთან ონლაინ რეჟიმში ისაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა.

ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ საატესტატოს ქულის შესახებ ინფორმაცია აბიტურიენტს და არც ცენტრს არ ექნება.

"არაფერი სანერვიულო არ არის გამოცდებზე. მე–12 კლასელებს შეუძლიათ პრეტესტზე რეპეტიციაც გაიარონ 19 მაისს. ვუსურვებ მათ წარმატებას. როგორც იცით, წელს ქულები არ იწერება და შესაბამისად ქულები არ გვექნება", – განმარტა მაია მიმინოშვილმა.

მე–12 კლასის საატესტატო გამოცდები 20 მაისს დაიწყება.

წარო: edu.aris.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.