ახალი ამბები
სოციალური პოლიტიკა - დისკუსია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის დემოკრატიის ჩართულობოს ცეტრში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) შეხვედრა გამართა.

მომხსენებლებმა სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტმა ლელა გვიშიანმა და იურისტმა ნუცა ქაშაკაშვილმა სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრეს. განიხილეს იგი როგორც სოციალური თანასწორობისა და კეთილდღეობის მიღწევის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.

შეხვედრას იურისტები და სტუდენტები ესწრებოდნენ. 

მომხსენებლების თქმით, სოციალური პოლიტიკა  ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, რაც განსაკუთრებით მძიმედ აისახება სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ცხოვრების ხარისხზე, მათ შესაძლებლობაზე თანასწორად სარგებლობდნენ ყველა უფლებით და მონაწილეობდნენ ქვეყნის ეკონომიკურ, საზოგადობრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

EMC -ის იურისტემაა ისაუბრეს სოციალური და შრომის პოლიტიკის მოქმედ ჩარჩოზე და იმ სპეციფიკურ გამოწვევებზე, რომელიც დასაქმებულების, უსახლკარო ჯგუფებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დღეს არსებულ მდგომარეობას განაპირობებს.

მომხსენებლები შეეხნენ  სხვადასხვა სოციალური ჯგუფების შესაძლებლოებს შევიდნენ შრომის ბაზარზე და სხვებთან თანასწორად შეძლონ შრომის უფლების რეალიზება.

გონივრული მისადაგების ცნების არარსებობა საქართველოს კანონმდებლობაში ერთ-ერთი მთავარი საკითხია, ამის გამო მოქალაქეებს ექმნებათ პრობლემები. მომხსენებლებმა კონკრეტული მაგალითი მოიყვანეს.

ერთ-ერთ სპეციალური საჭიროების მქონე პირს ქონდა საშუალება დასაქმებულიყო ორგანიზაციაში თარჯიმნად. მას უთხრეს, რომ ისეთი ვალდებულებები ჰქონდა სსმ პირი ვერ შეძლებდა შესრულებას და უარი უთხრეს. სსმ პირი გონივრული მისადაგების პრინციპის ფარგლებში თვლიდა მეტი დატვირთვა მიეღო, სახალხო დამცველმა არ იმსჯელა ამ შემთხვევაზე, რადგან გონივრული მისადაგების პრინციპი არ არსებობს კანონმდებლობაში, შესაბანისად შემთხვევა დისკრიმინაციის ფორმად ვერ დადგინდა.

მოხსენებლებმა ისაუბრეს სექსუალური შევიწროვების კომპონენტზე კანონში, რომელ საკითხსაც კანონი არსათანადოდ არეგულირებს. 

შეხვედრა დისკუსიით გაგრძელდა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.