ახალი ამბები
"დასკვნა ბევრ რამეს გასცემს პასუხს" - ქუთაისის სოციალურ საცხოვრისზე ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან
FaceBook
ქუთაისის სოციალურ საცხოვრისზე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა ადგილობრივ თვითმმართველობას  მიმიდინარე თვეში უნდა წარუდგინოს.
სწორედ ამ დასკვნის მიხედვით გაირკვევა არის თუ არა სოციალური საცხოვრისის შენობა უსაფრთხო. 

"დასკვნა 20 მაისამდე უნდა წარმოგვიდგინონ. ეს დასკვნა ბევრ რამეს გასცემს პასუხს," - განმარტავს მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ჯონი არაბაძე.

ექსპერტებმა, ობიექტის მდგრადობის  დადგენის მიზნით მუშაობა მუშაობა 2018 წლის  17 აპრილს  მას შემდეგ დაიწყეს, რაც ობიექტმა ნგრევა დაიწყო. 

შენობაში, სადაც უსახლკაროები შვიდი  თვის წინ შესახლდნენ, ნგრევა დაიწყო. რის შემდეგაც მერიამ გადაწყვიტა შენობას ექსპერტიზა ჩატარებოდა.
ადგილობრივმა თვითმმართველბამ ქალაქში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსი 2016 წლს გამოაცხადა.

კონკურსის შედეგად ნიკეას ქუჩაზე, კავშირგაბმულობისყოფილი შენობის რეაბილიტცია შპს " სანოს" დაევალა. კომპანიას ქუთაისის მერიამ პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი გადაუხადა, 2017 წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში, სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაიხარჯა.


ამავე თემაზე:

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა

"უბედურება დატრიალდება" - სოციალური საცხოვრისის შენობა ქარმა დააზიანა (ფოტო)

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები


ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა

"შენობა ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები

ავარიული სოციალური საცხოვრისი გახსნიდან ერთ წელიწადში (ფოტო)
Print