ახალი ამბები
საქართველო საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე გადადის
FaceBook
ქვეყანა გადადის საგანგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე. ის ითვალისწინებს გაცილებით უფრო მეტ ჩართულობას, უფრო ეფექტურია და, ასევე, არის უფრო გამარტივებულიც - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, დეტალურად იმიჯნება სახელმწიფო უწყებების კომპეტენციები და საგანგებო სიტუაციების სამსახური ხდება შემფასებელი, გადაწყვეტილებების მიმღები, შესაბამისად - პასუხისმგებელიცდა კოორდინატორიც.

"ამას გარდა, რეფორმების პაკეტი ითვალისწინებს სხვა სიახლეებსაც. ესენია - მოხალისეთა სისტემა, ალტერნატიული სამხედრო სამსახური და კრიზისების პრევენციის მიზნით სამეცნიეროწრეების ჩართვა.

სამართლებრივი ბაზის სრულყოფის პარალელურად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და განახლებაზე. უკვე გამოცხადებულია ტენდერი სპეციალურად ტყეებისთვის სახანძრო მანქანების შეძენაზე.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნა მიღწეული ავსტრიულ კომპანიასთან, რომელიც მსოფლიოში გახლავთ ლიდერი ასეთი ტიპის მოწყობილობების წარმოების, ეს არის -"როზენბაუერი". ის ჩვენს ქართულ კომპანია "დელტასთან" ერთად დაიწყებს ოპერატიული სახანძრო მანქანების ერთობლივ წარმოებას. "პიკაპის" ჩონჩხზე აწყობილი მანქანები იქნება, რომლებსაც ექნება კომპანია "როზენბაუერის" აპარატურა და მოწყობილობა, რაც არის მსოფლიოში აპრობირებული, ძალიან ეფექტური ოპერატიული სახანძრო-სამაშველო მანქანები.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე მალე, რამდენიმე თვეში გვექნება პირველი ეგზემპლიარები და წლის ბოლომდე, პრაქტიკულად, უნდა გვქონდეს გამართული წარმოება ასეთი ტიპის მანქანების.

ცვლილებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური მიაწვდის მედიას. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს ეფექტიანობის ამაღლებისთვის ეს ყველაფერი იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი", - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა გარდაიცვალა.
09:40 / 17.10.2021
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა გარდაიცვალა.
13 ოქტომბერს, საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციის
15:16 / 16.10.2021
13 ოქტომბერს, საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციის "ფიდე" ორგანიზებით, საჭადრაკო ონლაინ პლატფორმაზე chess.com მსჯავრდებულთა შორის პირველი მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.