ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის ახალი ბიბლიოთეკა სექტემბერში გაიხსნება (ფოტო)
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო კორპუსი, რომელის გახსნა აპრილში იგეგმებოდა, სექტემბერში  არ გაიხსნება. 

"ამჟამად ობიექტის გადმოცემის პროცედურები მიმდინარეობს, ასევე ავტორიზაციისთვის ემზადება უნივერსიტეტი. ამიტომ, ბიბლიოთეკის გაიხსნება სექტემბრში", - ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღავთაძე.

თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკა  საკონფერენციო დარბაზებით, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის ოთახებით,
მილიონიანი წიგნადი ფონდის საცავით აღიჭურვება.

ბიბლიოთეკა  ღია იქნება, როგორც სასწავლებლის სტუდენტებისთვის ასევე ნებისმიერი მსურველისთვის.





აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო.

სამშენებლო სამუშაოებს სს"სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი" ახორციელებს.

"სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთმა" წერეთლის უნივერსიტეტის მიერ 2016 წლის 30 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობისთვის კომპანიამ 2 085 265 ლარს მიიღო. აქედან 200 000 ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, 20%-ს უნივერსიტეტი დახარჯავს, ხოლო დარჩენილ თანხას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაიღო.


ამავე თემაზე:

ტერასები და ინდივიდუალური სამკითხველოები - წერეთლის უნივერსიტეტის ახალი ბიბლიოთეკა (ვიდეო)

წერეთლის უნივერსიტეტში ახალი ბიბლიოთეკის მშენებლობა იწყება (ფოტო)

ევროპული ბიბლიოთეკა ქუთაისში (ვიდეო)

აწსუ–ს ახალი ბიბლიოთეკის მშენებლობისთვის ხელშეკრულება რამდენიმე დღეში გაფორმდება

წერეთლის უნივერსიტეტში ბიბლიოთეკის მშენებლობა დაიწყო
Print