ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში ბიბლიოთეკის მშენებლობა დაიწყო
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობა დაიწყო.


სამშენებლო სამუშაობს სს "სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი" ახორციელებს.

სასწავლებლის ეზოში უკვე შემოიღობა საბიბლიოთეკო კორპუსისთვის განკუთვნილი ტერიტორია, სადაც მძიმე ტექნიკა მუშაობს.

წერეთლის უნივერსიტეტში მშენებლობის დასრულებას 2017 წლის დასასრულისთვის ვარაუდობენ.

"გათვლებით და ვალდებულებით, სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს, თუმცა შიდამოსაპირკეთებელი სამუშაობი, ავეჯი, წიგნსაცავი და სხვა დეტალები, ხანგრძლივი სამუშაოს ნაწილია. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და იმედი მაქვს დასრულებულ პროექტს მიმდინარე წელს ჩავიბარებთ," - განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ღავთაძემ.

"სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთმა" წერეთლის უნივერსიტეტის მიერ 2016 წლის 30 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობისთვის კომპანია 2 085 265 ლარს მიიღებს.

ახალ შენობაში სრულად გადავა უნივერსიტეტის წიგნადი ფონდი და უნიკალური გამოცემები, რომლისთვისაც შესაბამისი კლიმატური გარემო შეიქმნება. მსგავსი პირობები უნივერსიტეტში ამ დრომდე არ არის.

ბიბლიოთეკის შენობაში იქნება ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის ოთახები, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი კაბინეტები, დარბაზები სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისთვის და პრეზენტაციისთვის საჭირო ტექნიკური მოწყობილობა.

ერთ-ერთ ინოვაციას ღია დაშვების სტელაჟები წარმოადგენს, რომელიც მკითხველს შესაძლებლობას მისცემს თავად მოძებნოს სასურველი წიგნი, საჭიროების მიხედვით გაიტანოს და დააბრუნოს.

აწსუ–ში აცხადებენ, რომ ახალი ბიბლიოთეკა, თავისი წიგნადი ფონდითა და ელექტრონული რესურსებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იქნება.

 



 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.