ახალი ამბები
ქუთაისში, კაფეში სიგარეტის მოხმარებისთვის ახალგაზრდები დააკავეს
FaceBook
ქუთაისში, კაფეში, სადაც უკვე 1 მაისიდან აკრძალულია სიგარეტის მოწევა, თამბაქოს მოხმარებისთვის სამი პირი დააკავეს.
დახურულ სივრცეში სიგარეტის მოხმარება მოქალაქეებს თავდაპირველად კაფეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აუკრძალეს. 

გაფრთხილების მიუხედავად, მოქალაქეებმა კაფეში მოწევა განაგრძეს, რის გამოც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

"რადგან მოქალაქეები არ დაემორჩილენ არც წესებს და არც მოწოდებას, საქმეში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ჩაერთვნენ. ერთი მოქალაქე ადგილზე დაჯარიმდა, ორი კი წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკვეს",  - განუმარტეს "ქუთაისიპოსტს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყები ინფორმაციით, დაუმორჩილებელი მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით (წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) გასამართლდებიან.

2018 წლის 1 მაისიდან სხვადასხვა ტიპის შენობებში მოწევა აიკრძალა. კანონის მიხედვით, თამბაქოს მომხმარებლებს მოწევა ეკრძალებათ ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, რომელსაც აქვს იატაკი, სახურავი ან ჭერი.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერის), საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში.

ასევე, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება.

მოწევა მხოლოდ შესაძლებელი იქნება ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას, თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში, პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი, წინასწარი დაკავების იზოლატორში, კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში, სამორინეში, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში.

"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის დამრღვევი პირველ ეტაპზე 500, ხოლოდ განმეორებით შემთხვევაში კი, 1000 ლარით დაჯარიმდება.

ამავე თემაზე:

თამბაქოს მოწევაზე კონტროლი მკაცრდება - ვინ დააჯარიმებს კანონდამრღვევს
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.