ახალი ამბები
საიამ ვანსა და ხონში კენჭისყრის დღე შეფასება
FaceBook

არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციამ ვანსა და ხონში არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა.


მათი შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა გადასატან ყუთს უკავშირდება. კერძოდ, 31 საარჩევნო უბნიდან 25 უბანზე გადასატანი ყუთების სიებში დამატებით შეიყვანეს დაახლოებით 300 ამომრჩეველი, რამაც 3% - იანი ზღვარის გადამეტება განაპირობა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილება აუცილებელია. დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც აწარმოებდენენ უბნებზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას.

საიას შეფასებით, ეს ამომრჩევლის ნებაზე ირიბი კონტროლია, რაც საჭიროებს საარჩევნო კოდექსში უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნების განსაზღვრას. ასევე, საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა რიგი შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

დაფიქსირდა ერთი ინციდენტი ხონის #5 საარევნო უბანთან როდესაც ერთმანეთს ,,ევროპული საქართველოსა" და ქართული ოცნების მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები 2018 წლის 28 აპრილს გაიმართა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცამებით, 57.86%–ით "ქართული ოცნების" კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე ლიდერობს.

ჭიჭინაძეს თანაგუნდელები გამარჯვებას უკვე ულოცავენ.

ხმების 38.38% მიიღო "ევროპული საქართელოს" კანდიდატმა, გიგი უგულავამ.

1.61% მიიღო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ვასილ კოპალიანმა,  ხმების 1.47% მიიღო "ახალი ქრისტიან–დემოკრატების" კანდიდატმა მამუკა ტუსკაძემ, პარტია "საქართველოს" კანდიდატმა, გორგი ლილუაშვილმა ხმების 0.46% მიიღო, ხოლო "ტრადიციონალისტების" კანდიდატმა, ზურაბ ქართველიშვილმა 0.22%.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
10:41 / 15.10.2024
"ქართული ოცნება" ქუთაისელებს, წართმეული საპარლამენტო ქალაქის სტატუსის ნაცვლად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ცენტრად გადაქცევას სთავაზობს.
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობას, ხელისუფლებამ საბოლოო
დანიშნულება ექვსი წლის შემდეგ უპოვა.
13:58 / 14.10.2024
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობას, ხელისუფლებამ საბოლოო დანიშნულება ექვსი წლის შემდეგ უპოვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.