ახალი ამბები
ჩვენმა კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა - არჩილ თალაკვაძე
FaceBook
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვანის და ხონის სამაჟორიტარო ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ გაიმარჯვა.
"არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ჩვენმა კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა. ჩვენი შტაბის მონაცემებით,  მისი შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება 50 პროცენტს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ "ქართული ოცნების" ვანის საარჩევნო შტაბში. 

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.

ვანის და ხონის ოლქში პარლაემნტის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სულ ექვსი კანდიდატი იბრძვის:

"ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი უგულავა.
პარტია "საქართველოს" კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი.
"ტრადიციონალისტების" კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი.
"ახალი ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი მამუკა ტუსკაძე.
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი - გივი ჭიჭინაძე.
საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.