ახალი ამბები
უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა ხვალ 09:00 საათიდან დაიწყება
FaceBook
უეფა-ს გადაწყვეტილებით, უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა ხვალ, დილის 09:00 საათიდან დაიწყება.


ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ხვალ, "თბილისის დროით 09:00 საათზე, biletebi.ge დაიწყებს საქართველოს გულშემატკივრებისთვის 24 ათასი ბილეთის გაყიდვას და 1 ივლისს, ბილეტები.გე დაიწყებს გაყიდვას ევროპაზე".
"ჩვენ გვაქვს გამზადებული ვიდეოინსტრუქცია, სადაც მოყვანილია ყველა ის წესი, როგორ უნდა მოხდეს ბილეთის შეძენა. არ იქნება ლატარეა, იქნება რიგი, ყველა ხარვეზი, biletebi.ge-მ გამოასწორა, მონიტორინგი გაიარა და იმედია ასეთი ხარვეზი აღარ იქნება. ხვალ, 9 საათზე ყველაფერი განულდება და დაიწყება გაყიდვა 9 საათიდან", -განაცხადა სიჭინავამ.
უეფა-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება. "ბარსელონასა" და "სევილიას" დაპირისპირება 22:45 საათზე დაიწყება.

interpressnews.ge

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.