ახალი ამბები
ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებში 9 კანდიდატი დარეგისტრირდა
FaceBook
ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში, 28 აპრილს დანიშნულ შუალედურ არჩევნებში 9 კანდიდატი დარეგისტრირდა.

მმართველი გუნდიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძეა. შუალედურ არჩევნებში "ევროპულ საქართველოს" გიგი უგულავა წარმოადგენს. "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატი შოთა მაქაცარია იქნება. "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" თავის კანდიდატად გია ხალიჩავა დაასახელა. "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი გერმანე ხურციძეა, პარტია "საქართველოს" გიორგი ლილუაშვილი წარმოადგენს. "ტრადიციონალისტებიდან" მაჟორიტარობისთვის ზურაბ ქართველიშვილი იბრძოლებს. "ახალი ქრისტიან-დემოკრატებიდნ" მამუკა ტუსკაძე. შუალედურ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დაასახელა საინიციატივო ჯგუფი - სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავამ. მათი კანდიდატი ვასილ კოპალიანია.  კანდიდატი ჯერჯერობით არ დაუსახელებია "ნაციონალურ მოძრაობას".

ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 28 აპრილს გაიმართება. ოლქში    არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი,  გიორგი ლულიაშვილი,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ  დაინიშნა.

ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი 60 საარჩევნო უბანზე გაიმართება,  სადაც ჯამში  48 054 ამომრჩეველია რეგისტრირებული.




ამავე თემაზე:

პრემიერმა ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

ხონისა და ვანის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატები

"ევროპული საქართველოდან" ვანისა და ხონის მაჟორიტარობისთვის გიგი უგულავა იბრძოლებს

"ოცნებამ" ვანისა და ხონის მაჟორიტარად იმერეთის გუბერნატორი დაასახელა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.