ახალი ამბები
როგორი იქნება რიონისპირა სახლები რეკონსტრუქციის შემდეგ (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, რიონისპირა სახლების რეკონსტრუქციის პროექტზე მუშაობა დაწყებულია.
ერთადერთი პროექტი, რომელსაც ქუთაისის მერია განიხილავს, შპს "ისტორიულმა ქუთაისმა" 35 წლის წინ მოამზადა.

პროექტი საჯარო მას შემდეგ გახდება, რაც მას მუნიციპალური განვითარების ფონდსა და კულტურული მემკვიდროების ეროვნულ სააგენტოს წარუდგენენ. თუმცა, მანამდე იმ ესკიზის ფოტოებს, რომლის მიხედვითაც პროექტი უნდა შემუშავდეს, ქუთაისიპოსტი გთავაზობთ.




შპს "ისტორიული ქუთაისის" წარმომადგენლის,  ლევან რეხვიაშვილის თქმით, პროექტი ითვალისწინებს სახლების რეკონსტრუქციას რიონის ორივე სანაპიროზე, ჯაჭვის, რუსთაველისა და წითელი ხიდების მიმდებარედ.

"ეს იქნება ძველის და ახლის შერწყმა. არ იქნება ამოვარდნილი კონტექსტიდან, თუმცა, არსებულ ესკიზს აუცილებლად სჭირდება დახვეწა, შესაცვლელია ბევრი რამე, რადგან ეს პროექტი 35 წლის წინ არის შემუშავებული",-ამბობს ლევან რეხვიაშვილი.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში სულ 70-მდე სახლი უნდა აღდგეს.

სამუშაოებს 2დან 3 წლამდე ვადა დასჭირდება.

ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის რეაბილიტაცია 3 აპრილს დააანონსა.

პროექტის მიხედვით, ისტორიული სახლების რეკონსტრუქციას 6 მილიონ დოლარამდე დასჭირდება, თუმცა, პროექტის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ  მისი ღირებულება გაიზარდოს. 

ამავე თემაზე:

ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი მზადდება

რიონისპირა სახლები განახლების მოლოდინში (ვიდეო)

ქუთაისში რიონისპირა სახლებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება



Print