მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის
დღედ გამოცხადდა.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ხვალ, 6 აპრილს, ყველა
ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.
ხუთ აპრილს, გამთენიისას, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ექვსი
ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა. მეტალურგიული და სამთო
მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით,
ინციდენტი, სავარაუდოდ, სამთო დარტყმის შედეგად წარმოშობილი ჰაერის
მასამ გამოიწვი
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც
სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის
დარღვევას გულისხმობს.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი
დაიღუპა. შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია,
“საქნახშირი” მართავს.
"ვარ ორი პრინცესას მამა, აქედან პატარა ჯერ ნანახიც არ მყავს და
სწორედ ეს არის ამ უსამართლობაში კიდევ ერთი ყველაზე დიდი
უსამართლობა",- ამის შესახებ ჭიათურაში დაკავებული მაღაროელის, თენგიზ
გველესიანის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილში საუბარობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები