ახალი ამბები
სანქციები, რომელიც "საქნახშირს" მეშახტეების დაღუპვის გამო დაეკისრა
FaceBook
"საქნახიში ჯი–აი–ჯი",  რომელის დაქვემდებარებაშიც არის ტყიბულის შახტი,  გასულ წელს საწარმოო ნორმების დარღვევის გამო 13 450 ლარით დაჯარიმდა.
დაჯარიმება 2017 წლის 9 მაისის ფაქტს უკავშირდება,  რა დროსაც 4 მეშახტე დაიღუპა. "საქნახშირის ჯი-აი-ჯის" წარმომადგენლების თქმით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებისა და მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა პასუხისმგებელი პირებიც.

"უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მყოფი ცვლის უფროსი და საწარმოს მთავარი მექანიკოსი გამოიკვეთა პასუხიმგებელ პირებად. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაობის წარმოებისთვის მოსამზადებლი ღონისძიებები და განაწესი ნორმების შესაბამისად იყო გაცემულ /ჩატარებული, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა საწარმოს მთავარ მექანიკოს ზურაბ სამაკაშვილს", - აცხადებენ კომპანიაში.

ტყიბულის შახტში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი 2017 წლის ოქტომბერშიც დაიღუპა. თუმცა აღნიშნულ შემთხვევაზე ამ დრომდე გამოძიება მიმდინარეობს.

2018 წლის ხუთ აპრილს, გამთენიისას, კი ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი - დაშავდა. მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით, ინციდენტი, სავარაუდოდ, სამთო დარტყმის შედეგად წარმოშობილი ჰაერის მასამ გამოიწვი

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანია დაიღუპული.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, “საქნახშირი” მართავს.


ამავე თემაზე:

შახტის 12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (ინფოგრაფიკა)


ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში დაშავებული
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.