ახალი ამბები
ქუთაისის მერია ფანჩატურების მოსაწყობად 20 000 ლარს დახარჯავს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის მერია 4 ფანჩატურის მოსაწყობად 20 000 ლარს გადაიხდის. ადგილობრივმა თვითმართველობამ სამუშაოებისთვის ტენდერი (NAT180005200) განმეორებით გამოაცხადა.
სატენდერო პირობების მიხედვით, ფანჩატური უნდა გადაიხუროს მწვანე მეტალო-კრამიტით, მოეწყოს ძელსკამი და მაგიდა. ასევე, დამონტაჟდეს სენსორული განათება.

ფანჩატურების მოწყობას ქუთაისის მერია ილია ჭავჭავაძის გამზირზე,
კონსტანტინე გამსახურდიას, დავით აღმაშენებლისა და
სოლომონ მეორეს ქუჩებზე გეგმავს



მერია  ტენდერში მონაწილეობის მსურველებისგან  ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილებას არ ითხოვს. 

იგივე ტენდერი ქუთაისის მერიამ 2017 წლის 19 აგვისტოსაც გამოაცხადა, თუმცა, მაშინ საჩრდილობლების მოწყობის სურვილი არავინ გამოთქვა.


Print
თეგები: #ფანჩატური