ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ, „უფუნქციოდ“ შეფასებული ავტომანქანა, ააიპს გადასცა
FaceBook
ქუთაისის მერიამ, მის ბალანსზე არსებული GRAND CHEROKEE სერიული ნომრით SAK 005, რომელზეც აცხადებდა, რომ დაზიანებულია და არ ფუნქციონირებდა,  კულტურის ააიპ-ს  გადასცა. მერიის ბალანსზე არსებული კიდევ ერთი ავტომანქანა Mitsubishi pajero კი თხოვების ფორმით, უვადოდ, ააიპ "ქუთგანათებას"  გადაეცა.

ააიპებისთვის მოძრავი ქონების გადაცემა საკრებულოს ოპოზიციამ გააპროტესტა. მათი თქმით, იმ ავტომანქანების ააიპებისთვის გადაცემა, რომლებზეც მერია ამბობდა, რომ დაზიანებულია და არ ფუქნციონირებს, აზრს მოკლებულია.

„ერთადერთი, რაც, ალბათ, ამ ავტომანქანებზე შეიცვლება, სერიული ნომრებია და 041- ად გადაკეთდება“, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე მერაბ მეშველიანმა.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ 23 850 ლარიანი GRAND CHEROKEE-ს ჯიპი,  კვლავ დაზიანებულია  და მის შეკეთებაზე  ააიპი თავად იზრუნებს, ხოლო რაც შეეხება Mitsubishi pajero-ს ის მუშა მდგომარეობაშია. 

სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ განაცხადა, რომ მერიას დაზიანებულ ავტომანქანებთან მიმართებაში გეგმა აქვს და არ გამორიცხავს მათ გაყიდვას, სანაცვლოდ კი ახალი ავტომანქანების ყიდვას.

ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიის „შავი ჯიპები" (ფოტო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.