ახალი ამბები
ქუთაისში მოსახლეობა სკვერში მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს
FaceBook
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლები სკვერში მსუბუქი კონსტრუქციის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში ხეები გაიჩეხება, ამის უფლებას კი ისინი კომპანიას არ მისცემენ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მერიამ ერთი თვის წინ მშენებლობა შეაჩერა, თუმცა სააპელაციო სასამართლოში კომპანიამ მერიას საქმე მოუგო და მშენებლობა გააგრძელა. მისი იურისტის ალექსანდრე თეთელიშვილის თქმით, ერთი წლის წინ მერიამ დართო ნება აქ აეშენებიათ მსუბუქი კონსტრუქცია.

ადვოკატი ამბობს, რომ  თებერვალში მერიამ უკანონოდ შეაჩერა სამუშაოები. თუმცა, სააპელაციომ გააუქმა ეს ბრძანება და დართო ნება გაეგრძელებიათ.

ქუთაისი მერიამ დღეს შპს იმერეთს ხელშეკრულება შეუწყვიტა, რომელიც 2017 წლის 15 მაისს 25 წლის ვადით იყო გაცემული. შესაბამისად, ტერიტორიაზე მშენებლობა აღარ გაგრძელდება. ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით, მერია მზად არის კომპანიასთან მოლაპარაკებები დაიწყოს და ალტერნატიულ ფართს შესთავაზოს. მოსახლეობას მიღებული გადაწყვეტილება მერმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ გააცნეს.


ამავე თემაზე:

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე კაფე-ბარი აღარ აშენდება
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
14:25 / 09.08.2026

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია
2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.
12:22 / 09.08.2026

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.