ახალი ამბები
ავანგარდის სასაფლაოზე ბეტონის საფარი არც წელს გაკეთდება
FaceBook
ქუთაისში, ავანგარდის სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწესრიგებას ადგილობრივები ყოველ წელს, აღდგომის დადგომამდე ელოდებიან. თუმცა, როგორც ირკვევა, ტერიტორიის ბეტონის საფარით მოწყობა არც წელს იგეგმება.
უბნის მცხოვრებთა თქმით, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში სასაფლაომდე მისვლა შუძლებელი ხდება.

"ყოველ წელს, როცა წვიმიანი ამინდია, აღდგომის დღესასწაულზე აქ გავლა შუძლებელია. ჯერ უამრავი ხალხია და მერე იმდენი ტალახია, ხალხი საფლავებთან ვერ მიდის. ყოველ წელს გვგონია, რომ მოაწესრიგებენ, მაგრამ ამაოდ",- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შპს ,,ქართული ტრადიციები 2011-ში'' ამბობენ, რომ ყოველ წელს ბეტონის საფარს ერთ სასაფლაოზე აგებენ. წელს რიგში გოჭოურას სასაფლაო მოხვდა, ავანგარდის სასაფლაოზე კი 2018 წელს ბეტონის საფარი არ დაიგება.

,,ჩვენს მიერ ყოველ წელს, ეტაპობრივად ხდება კონკრეტულ ერთ სასაფლაომდე მისასვლელი და შიდა გზების მოწესრიგება, ასფალტის საფარის დაგება. ავანგარდის სასაფლაოზე, აღდგომამდე სპეცტექნიკით გაიწმინდება და ჩატარდება მოხრეშვა-დაგრეიდერების სამუშაოები ავანგარდისა და ავტოქარხნის სასაფლაოების ცენტრალურ და შიდა გზებზე",-ამბობენ მერიის შპს-ში.

მათივე ინფორმაციით, ბეტონის საფარი დაგებულია ჭომის, ოღასკურის, კიბულა-ვარდიგორის, საფიჩხიის, რუას და
ძელქვიანის  სასაფლაოებამდე მისასვლელ და შიდა გზებზე.

ასევე, გოჭოურასა და ავტოქარხნის სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე, თუმცა, არ არის მოასფალტებული გოჭოურას სასაფლაოს მთავარი შიდა მისასვლელი გზა.

ავანგარდის სასაფალო კი ერთადერთია, სადაც ბეტონის საფარი საერთოდ არ არსებობს და წლიდან წლამდე არაფერი იცვლება.

როგორ გამოიყურებოდა მისასვლელი და შიდა გზები ავანგარდის სასაფლაოზე ერთი წლის წინ, ნახეთ ვიდეო.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი რუსულ კანონს გამოეხმაურა და
განაცხადა, რომ ის ხალხი, რომელიც ამ კანონს აპროტესტებს
15:53 / 15.04.2024
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი რუსულ კანონს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ხალხი, რომელიც ამ კანონს აპროტესტებს "შეცდომაშია შეყვანილი".
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 19 აპრილამდე, იმერეთის რეგიონში
ცხელი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.
12:45 / 15.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 19 აპრილამდე, იმერეთის რეგიონში ცხელი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.