ახალი ამბები
"ერთ თვეში დავდებთ დასკვნას" - სოციალურ საცხოვრისზე კომისიამ მუშაობა დაიწყო
FaceBook
ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემების შესწავლის მიზნით,  მერიის სპეციალურმა კომისიამ მუშაობა დაიწყო.
ადგილობრივი თვითმართველობის საბინაო სამსახურის უფროსის განმარტებით, კომისია 12 წევრისგან დაკომპლექტდა.

"ჩართულია "სოკარის", ასევე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიან იმ რისკებს, რაც საცხოვრებელში არსებობს," - ამბობს მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე.

მისივე განმარტებით, კომისიის მიერ დასკვნა უახლოეს ერთ თვეში დაიდება, ამის შემდეგ კი  ობიექტში არსებული ყველა ხარვეზი გამოსწორდება.

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში, რომელიც ერთი წლის წინ შევიდა ექსპლუატაციაში, ავარიულ მდგომარეობაშია. ადგილობრივების თქმით, შენობა ყოველდღიურად ზიანდება და ბენეფიციარებს მუდმივ შიში ცხოვრება უწევთ.

აღნიშნული საკითხი ბენეფიციარების მოთხოვნით "ქუთაისიპოსტმა" გააჟღერა, რის შემდეგაც ქუთაისის მერიამ კომისიის შექმნა გადაწყვიტა.

ქუთაისის მერიამ ქალაქში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსი 2016 წლს გამოაცხადა. კონკურსის შედეგად ნიკეას ქუჩაზე, კავშირგაბმულობის
ყოფილი შენობის რეაბილიტცია შპს " სანოს" დაევალა. კომპანიას ქუთაისის მერიამ პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი გადაუხადა, 2017 წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში, სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა.


ამავე თემაზე:

"უბედურება დატრიალდება" - სოციალური საცხოვრისის შენობა ქარმა დააზიანა (ფოტო)

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები


ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა

"შენობა ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები

ავარიული სოციალური საცხოვრისი გახსნიდან ერთ წელიწადში (ფოტო)
Print