ახალი ამბები
„ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის პირველი კომენტარი მაღაროში მუშის დაღუპვაზე
FaceBook
ჭიათურაში შუქრუთის მაღაროში მუშის დაღუპვაზე "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაცია, რომლის დაქვემდებარებაშია  ჭიათურის მაღარო, განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში გამთენიისას უბედური შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, რა დროსაც ერთ-ერთი მაღაროელი მაღაროს ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა.

"ამ დროისთვის ჭიათურის მადნის გადამამუშავებელი კომბინატის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები 45 წლის ზაზა აბრამიშვილის ნანგრევებიდან გამოყვანას ცდილობენ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელი პირებიც" - აცხადებენ კომპანიაში.

"ჯორჯიან მანგანეზში" ამბობენ , რომ  მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციას სამაშველო ღონისძიებების დასრულების შემდეგ გაავრცელებენ. 

ჭიათურაში შუქრუთის მაღაროს ჩამონგრევის შედეგად მუშა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ადგილი, სადაც სამუშაოები მიმდინარეობდა, გაუმაგრებელი იყო. სწორედ, ამან გამოიწვია ლოდების ჩამოვარდანა.


ამავე თემაზე:

ჭიათურაში, მაღაროს ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ჭიათურის მაღაროში დაღუპული მუშის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.