ახალი ამბები
"გავუფრთილდეთ ბუნებას" - ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა "დედამიწის დღე" აღნიშნეს
FaceBook
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის ეზო მე-4 კლასის მოსწავლეებმა დაასუფთავეს. აქციის ინიციატორი მათივე კლასის დამრიგებელი, ციალა ჯაფარიძე გახლდათ.

როგორც პედაგოგი ამბობს, მოსწავლეებმა სკოლის ეზოს დასუფთავება "დედამიწის დღესთან" დაკავშირებით გადაწყვიტეს.

"ბავშვებმა ამ ასაკიდანვე უნდა იცოდნენ დედამიწის მოვლა, გარემოს გაფრთხილება. ის, რომ არ დაანაგვიანონ და არ დააბინძურონ ეზო, ქუჩა. მოსწავლეებმა, ასევე, სურვილი გამოთქვეს თავიანთ სახლებში, ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, ერთი საათით შუქი გამორთონ. თუ მსგავს აქტივობებს სკოლიდანვე მიეჩვევიან, ღირსეულ პიროვნებებად და მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან," - აღნიშნავს მეორე საჯარო სკოლის მე-4 კლასის დამრიგებელი, ციალა ჯაფარიძე.

"გავუფრთხილდეთ ბუნებას", "ვიცხოვროთ სუფთა ქალაქში" - მოსწავლეებმა, ასევე ამ შინაარსის ფლაერები დაამზადეს და სკოლის ეზოში ხეივანზე გააკრეს, რითაც თანატოლებს გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს.



"დედამიწის დღე" პირველად 1970 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სენატორი გეოლორდ ნელსონის ინიციატივით მას შემდეგ დაარსდა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია.

"დედამიწის დღის" დაწესების მიზანი საზოგადოებაში გარემოსდაცვითი პრობლემების ინფორმირებულობის გაზრდა იყო.

როგორც "დედამიწის დღის" დამფუძნებელი, ამერიკის მთავრობამ, სენატორი გეოლორდ ნელსონი, თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.

"დედამიწის დღეს" არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მსოფლიოს 193 ქვეყანაში სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნება - რეკავენ "მშვიდობის ზარს" ან 1 საათით შუქი ქრება.

საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც "დედამიწის დღე" აღინიშნება, 1990 წლიდან შეუერთდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.