ახალი ამბები
ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია
FaceBook
დიდი მოცულობის კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე, საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე,
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფ.ზუდანზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
Print