ახალი ამბები
„დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა“ - „არა ფობიას“ განცხადებას ავრცელებს
FaceBook
სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ რუსთავი 2-ის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკაშირებით.

ისინი მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს, იქონიონ მკაცრი პოლიტიკა ნებისმიერი იმ ქმედების მიმართ, რომელიც შეიცავს ძალადობას, მიმართულია ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და, ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.

„აღსანიშნავია, რომ ეს არ არის "ქართული მარშის" წევრების მიერ განხორციელებული აგრესიის პირველი შემთხვევა მათთვის მიუღებელი აზრის წინააღმდეგ. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, მათი მხრიდან გამოვლენილი დანაშაულებრივი ხასიათის ქმედებები და თებერვალში დაანონსებული ე.წ. სახალხო პატრულის შემოღების ინიციატივა ცხადჰყოფს, რომ ისინი კვლავაც გააგრძელებენ ნებისმიერი მათთვის მიუღებელი ადამიანის ფიზიკურ შეურაცხყოფას და ეცდებიან განსხვავებული აზრის დანაშაულებრივი გზით ჩახშობას.

ამდენად, რუსთავი 2-თან დაკავშირებით გამოვლენილი აგრესიის კიდევ ერთი აქტი ნათლად აჩვენებს სახელმწიფოს მხრიდან ექსტრემიზმთან ბრძოლის კონკრეტული პოლიტიკის დასახვის საჭიროებას, რომელიც მიმართული იქნება ერთი მხრივ ამგვარი დანაშაულებრივი შემთხვევების დროული აღკვეთისა და შესაბამისი პირების მკაცრად დასჯისკენ, მეორე მხრივ კი ასეთ შემთხვევათა პრევენციისაკენ.

აღსანიშნავია, რომ საჯაროდ გავრცელებულ მასალაში, რომელიც ტელეკომპანიის თანამშრომლებზე თავდასხმას ასახავს, იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. მათ შორის აღნიშვნის ღირსია სსკ-ის 143-ე მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), ასევე სსკ-ს 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, თუმცა შსს-მ გამოძიება მხოლოდ სსკ-ს 126-ე (ძალადობა) და 187-ე (სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანება) მუხლებით დაიწყო. ამასთან, შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებით, ე.წ. ქართული მარშის აქტივსტები დაკავებულნი არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის. აქვე მისასალმებელია 21 მარტს, შსს-ს მიერ ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით (სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი) ლადო სადღობელაშვილის და სხვა 4 პირის დაკავება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ დაუშვებლად მიგვაჩნია ე.წ. "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის" თავიდან აცილების მოტივით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. გამოხატვის თავისუფლების ძირითად არსს წარმოადგენს სწორედ შესაძლებლობა, გვქონდეს მათ შორის კრიტიკული, შოკისმომგვრელი და თუნდაც შეურაცხმყოფელი აზრის გამოხატვის უფლება. რელიგიური გრძნობები კი (რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში სუბიექტური და ინდივიდუალურია) არ და ვერ იქნება ის საფუძველი, რომელიც გაამართლებს ამგვარ შეზღუდვას. ნებისმიერი ასეთი მცდელობა ახალისებს "ინკვიზიციური" წარსულის აღდგენას, რომელიც აუცილებლად იქონიებს მსუსხავ ეფექტს საზოგადოებაში ჯანსაღი კრიტიკის არსებობაზე.[1]

ძალადობის, შეუწყნარებლობის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირება ახალისებს ექსტრემისტულ ჯგუფებსა და დანაშაულებრივ ქმედებებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფომ აწარმოოს დროული და ობიექტური გამოძიება, მოახდინის დანაშაულის ზუსტი კვალიფიკაცია, გამოიყენოს ადეკვატური სასჯელი ყველა იმ პირის მიმართ ვისი ბრალეულობაც იკვეთება, დაიცვას მედიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება.

ასევე, მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, შეხვდეს ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და გააცნოს, თუ რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო სიძულვილით მოტივირებული (და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული) დანაშაულების წინააღდეგ საბრძოლველად და მიაწოდოს ინფორმაცია ამგვარ დანაშაულებზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI))
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საფარი
მედიის განვითარების ფონდი (MDF)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.