ახალი ამბები
ქუთაისის მერია ავტომანქანების შეკეთებისთვის 340 000 ლარს დახარჯავს
FaceBook
ქუთაისის მერია მის ბალანსზე არსებული ავტომანქანების შეკეთებისთვის 340 000 ლარს დახარჯავს.
თვითმმართველობამ ელექტრონული ტენდერი (NAT180004219) უკვე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თანხა გათვალისწინებულია ავტომანქანების შეკეთებისა და მათთვის სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისთვის.

ქუთაისის მერიის ბალანსზე არსებული ავტომანქანების ექსპლოატაციის ხარჯები ოპოზიციამ გააპროტესტა. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გია უკლებამ, ავტოპარკის შენახვის ხარჯების დაზოგვის მიზნით, რაც მისი თქმით ნახევარი მილიონს აღწევს, ქუთაისის მერიას ჯიპების გაყიდვისკენ მოუწოდა.

"მოვუწოდებ ქალაქის მერს და მის მოადგილეებს, გაყიდონ ჯიპები და იარონ საკუთარი ავტომანქანებით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამით ბიუჯეტი მინიმუმ 300 000 ლარს დაზოგავს", - განაცხადა გია უკლებამ.

ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, მერიის ბალანსზე 24 ავტომობილი ირიცხება. მათგან შვიდი ჯიპია, რომელიც ქალაქის ხელისუფლების პირველ პირებს ემსახურება. ავტოპრაკის ნაწილი კი მერიას ხელშეკრულებით აქვს დაქირავებული.


ამავე თემაზე:

„იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით“ - ქუთაისის მერიას ჯიპების გაყიდვისკენ მოუწოდებენ

ქუთაისის მერიის „შავი ჯიპები" (ფოტო)




Print