ახალი ამბები
1 მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალება
FaceBook
ქუთაისის მერია გარევაჭრობის აღსაკვეთად 1 მარტიდან აქტიურ ღონისძიებებს იწყებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უკვე გააფრთხილეს გარემოვაჭრეები პროცესის დაწყების შესახებ.

ქუთაისის მერიის განცხადებით, დახლების აღება 1 მარტიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაიწყება, რაც ეტაპობრივად მოიცავს მთელ ქალაქს.

"თავიდან დავიწყებთ ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან და შემდეგ მოვიცავთ მთელ ქალაქს. ხვალიდან პრაქტიკულად ზედამხედველობის სამსახური იწყებს მუშაობას ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ქალაქს უნდა მივცეთ ნორმალური იერსახე. შესაბამისად,  ვერ შევეგუებით გარევაჭრობას," -  განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ქუთაისის მერიის განმარტებით, მათ უკვე მოილაპარაკეს ბაზრების ხელმძღვანელებთან, რომლებიც მზად არიან გარემოვაჭრეებს  სამი თვით უფასოდ გამოუყონ დახლები.

ქუთაისში, გარემოვაჭრეთა დახლები გასული წლის აპრილშიც აიღეს, თუმცა, მეორე დღეს გარევაჭრობა კვალვ განახლდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.