ახალი ამბები
სამტრედიაში საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს
FaceBook
სამტრედიის რაიონის სოფელ დიდი ჯიხაიშში საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს. დანით შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 14 თებერვალს სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ, საიდანაც ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით ფული, ოქროს სამკაულები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი: 1989 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.თ. და 1986 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მომხდარიდან ორ დღეში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნიღბები, დანები და საბრძოლო მასალა ამოიღო.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ყაჩაღობის შედეგად გატაცებული ოქროს სამკაულები.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტრაგედია თერჯოლის მუნიციპალიტეტში - არასრულწლოვანი ნანგრევებში
მოყვა და ადგილზე დაიღუპა.
17:23 / 09.11.2025

ტრაგედია თერჯოლის მუნიციპალიტეტში - არასრულწლოვანი ნანგრევებში მოყვა და ადგილზე დაიღუპა.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის,
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ41
(გომი-კორბოული) მონაკვეთზე, სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება
დროებით შეიზღუდება.
16:05 / 08.11.2025

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ41 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე, სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.