ახალი ამბები
„ქუთაისში, კორპუსების სარდაფების 80%-ში წყალი დგას“
FaceBook
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, მერაბ მეშველიანის თქმით, ქალაქში კორპუსების სარდაფების 80%-ში წყალი დგას, რაც შენობების მდგრადობას საფრთხეს უქმნის.
მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად გაწეული ხარჯები, არაეფექტურია.

"თანადაფინანსების პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში, რომელსაც მერია ახორციელებს, მოსახლეობა, ძირითადად, ჩამდინარე წყლების პრობლემას აგვარებს.მაგალითად,  ხდება წყლის ან კანალიზაციის დაზიანებული მილის შეკეთება. რაც შეეხება, გრუნტის წყლებს, რომელიც კორპუსების 80%-ის სარდაფებში დგას, კვლავ პრობლემად რჩება, რადგან მოსახლეობას მისი ამოტუმბვა თანადაფინასების პროგრამითაც კი ძვირი უჯდება. შედეგად ვიღებთ იმას, რომ შენობებს ექმნება მდგრადობის პრობლემა", - ამბობს მერაბ მეშველიანი.

"ევროპულმა საქართველომ", ქუთაისის საკრებულოს უკვე წარუდგინა წერილობითი ინიციატივა, კორპუსებში არსებული პრობლემების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის შესახებ. მერაბ მეშველიანის თქმით, კომისიამ არამხოლოდ უნდა შეისწვალოს ამ მიმართულებით არსებული პრობლემები, არამედ,  ხანგრძლივი მონიტორინგის რეჟიმშიც დააკვირდეს განხორციელებული პროექტების ეფექტს.

"ევროპული საქართველოს" დეპუტატები, კორპუსების სარდაფებში არსებული პრობლემების მოსაგვარებად, ბიუჯეტში სპეციალური მუხლის დამატებასაც მოითხოვენ, თუმცა, ჯეჯერობით არ იციან რა თანხა დასჭირდება ამ პრობლემების მოგვარებას. 



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის
გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
11:29 / 15.06.2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის
დღესთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადება
გაავრცელა, რომელშიც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და არსებული
გამოწვევები შეაფასა.
12:03 / 14.06.2026
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და არსებული გამოწვევები შეაფასა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.