ახალი ამბები
"არა პოლიციურ რეჟიმს" - აქცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, თეთრ ხიდზე, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის "ბახალას" მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. 

სლოგანით - "ყველა ერთისთვის", აქციის მონაწილეებმა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკა და გიორგი გიორგანაშვილისთვის რვა წლიანი პატიმრობის მისჯა გააპროტესტეს.

"ვაპროტესტებს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. მოვითხოვთ, გიორგი გიორგანაშვილის იგივე "ბახალას" დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ნარკოპოლიტიკის შეცვლასა და ნარკოსაშუალებების დეკრიმინალიზაციას", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, აკაკი საღინაძე. 

მსახიობს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 იანვარს მიუსაჯა. იგი სხდომის დარბაზშივე დააკავეს.

სასამართლოსთან დააკავეს რეჟისორი თორნიკე ბზიავა და თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი, ბექა წიქარიშვილი, რომლებმაც მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას მოითხოვენ.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გიორგი გიორგანაშვილმა, თურქეთიდან 843 აბი და 2 ცალი აბის ნატეხი სუბოტექსი თურქეთიდან რეანობილით შემოატანინა.

ამასთან, პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრობლების მხრიდან გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო გიორგი გიორგანაშვილის საჯარო განცხადება, რომელშიც ის მიუთითებდა შს სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირთან მოლაპარაკებების
შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის
მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე
შეიკრიბებიან.
12:15 / 04.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 17:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების
გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით,
ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
13:33 / 03.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.