ახალი ამბები
იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოს გადაწყვეტილება ერაყელი სტუდენტის ოჯახის ბინადრობაზე არ დააკმაყოფილა
FaceBook
იუსტიციის  სამინისტრომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყევეტილება არ დააკმაყოფილა. საუბარია, ერაყელ სტუდენტზე, რომელიც  წლებია საქართველოში ოჯახის (შვილის და მეუღლის) ბინადრობის უფლებას ითხოვს.

"არ ვიცი აწი სად უნდა წავიდეთ და რა ვქნათ. გაოცებულები ვართ ამ გადაწყვეტილებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან კი, ისევ უარი მივიღეთ. მე აქ, ქუთაისში ვსწავლობ, ჩემი შვილი კი ერაყშია და სულ ტირის. თუ იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულვებელყოფს, მაშინ რისთვის გვარბენინებენ სასამართლოებში და გვაყრევინებენ ფულს?, -  ამბობს ერაყელი სტუდენტი, ესამ მუჰსენ ალოანი.  

ოჯახის ადვოკატი, გიორგი კვაშილავა ამბობს, რომ სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს საშუალებას მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მათთვის იქნება მისაღები. ამიტომ, ადვოკატის თქმით, აუცილებელია სასამართლომ პირდაპირ მიუთითოს და დაავალოს მისცეს შესაბამისი კატეგორიის ბინადრობის ნებართვა. 

"თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად იყო მითითებული ამ პირთა უფლებების დარღვევის შესახებ. სამწუხაროდ, ისინი ისევ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას დაეყრდნენ მათთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს მოუწევს კვლევა რა დოზით იქნა გათვალისწინებული წინასასამართლოს გადაწყვეტილება, რატომ არ იხელმძღვანელა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სასამართლოს გადაწყვეტილებით", - ამბობს ადვოკატი, გიორგი კვაშილავა.  

ქუთაისში მცხოვრები ერაყელი სტუდენტის ოჯახის უფლებები სასამართლომ დარღვეულად სცნო. ამის შესახებ დადგენილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 დეკემბერს მიიღო.

ესამ მუჰსენი საქართველოში სასწავლებლად 2013 წელს, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩამოვიდა.

ის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მე–4 კურსის სტუდენტია. მისი სპეციალობა ექვსწლიანია.

უწყების მიერ ესამ მუჰსენის ოჯახისთვის გაგზავნილ დოკუმეტში ნათქვამია, რომ დედა–შვილის მიმართ არსებობს "უცხოელთა და მოქალაქის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე–18 მუხლის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
ერაყელი სტუდენტის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

ქუთაისში მცხოვრები ერაყელი სტუდენტის ოჯახის უფლებები სასამართლომ დარღვეულად სცნო
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.