ახალი ამბები
ქუთაისში გადათხრილი ქუჩების რეაბილიტაციას "ესემკას" მერია დაავალდებულებს
FaceBook
ქუთაისში გადათხრილი ქუჩების რეაბილიტაციას "ესემკას" მერია კონკრეტულ ვადებში დაავალდებულებს. იმ შემთხვევაში, თუ გზა მითითებულ ვადებში არ შეკეთდება, კომპანია, შესაძლოა,  დაჯარიმდეს.

ამის თაობაზე "ქუთაისიპოსტს" მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფრსი ზვიად ჯავახია ესაუბრა.

"წყლის რეაბილიტაციის გამო გადაჭრილი ქუჩების რეაბილიტაციას მერია გაწერილ ვადებში დაავალდებულებს კომპანიას, თუ ამის შემდეგაც არ მოხდება მითითებული სამუშაოების შესრულება, კომპანია დაჯარიმდება. თუმცა,  ჯერ-ჯერობით საჯარიმო თანხის ოდენობა არ არის დაზუსტებული," - განაცხადა ჯავახიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის ქუთაისში გზა სულ ასამდე ქუჩაზეა გადაჭრილი.

გზები ქალაქის ტერიტორიაზე თურქულმა კომპანია "ესემკამ" წყლის სისტემის რეაბილიტაციის გამო გადაჭრა. თუმცა, წყლის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქუჩებზე გზები აღარ მოწესრიგდა.

"ორმოების ქალაქია" - ასე აფასებენ ქუთაისელები ქალაქის სხვადასხვა უბანში დაზიანებულ გზის საფარს.

მწყობრიდან გამოსული გზა ცენტრალურ, თუ მეორეხარისხოვან ქუჩებზე გადაადგილებას ართულებს, ასევე ამახინჯებს ქალაქის იერსახეს, რაც არაერთხელ გახდა ადგილობრივების კრიტიკისა და პროტესტის საგანი.

ქუთაისიში 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი 2018 წელს უნდა დასრულდეს.


ამავე თემაზე:


"ორმოების ქალაქი" (ფოტო)

"გადათხარეს და მიატოვეს" - ქუთაისში მოსახლეობა "წყალში ცურავს"
Print