ახალი ამბები
ქუთაისში "ვენდისის" და "დანკინ დონატსის" რესტორანი აპრილში გაიხსნება
FaceBook
ამერიკული რესტორნების ქსელის "ვენდისის" და "დანკინ დონატსის" ერთ-ერთი ფილიალის გახსნა ქუთაისში აპრილის ბოლოს იგეგმება.
ამის შესახებ, "ქუთაისიპოტს" რესტორნების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუმარტეს. მათი თქმით, რესტორნის მშენებლობაზე სამუშაოები მიმდინარეობს და ვენდისთან ერთად შენობაში "დანკინ დონატსიც" განთავსდება.

"დაგეგმილი გვაქვს აპრილის ბოლოს ქუთაისში რესტორნის გახსნა, მიმდინარეობს სამუშაობი" , - განმარტავს ჩვენთან საუბარში რესტორნების ქსელის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რუსუდან კბილაშვილი.

მისი თქმით, რესტორანში ძირითადად ადგილობრივები დასაქმდებიან.

"ადგილობრივებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიაა. რა თქმა უნდა, "ვენდისი" და "დანკინ დონატსის" რესტორნაში ადგილობრივი კადრებს დავასაქმებთ", - ამბობს რუსუდან კუბლაშვილი.

ქუთაისში "ვენდისის" და "დანკინ დონატსის" რესტორანი 2015 წლის ბოლოს უნდა გახსნილიყო, თუმცა სამუშაობი რამდენჯერმე შეჩერდა.

ამერიკული რესტორნების ქსელის "ვენდისის" ორსართულიანი შენობა, ქუთაისში პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.

შენებლობას შპს "დიზაინ ბიურო" ახორციელებს "ვისოლ ჯგუფის" დაკვეთით, რომელთანაც 2012 წელს ცნობილმა ამერიკული რესტორნების ქსელმა გააფორმა ხელშეკრულება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.