ახალი ამბები
ქუთაისის მერია ქალაქის მთავარ არქიტექტორს კონკურსის წესით შეარჩევს
FaceBook
ქუთაისის მერია არქიტექტურის სამსახურის უფროსის შესარჩევად კონკურსს გამოაცხადებს.
სამსახური, რომელიც რეორგანიზაციის შედეგად ცალკე ჩამოყალიბდა, შვიდი თანამშრომლით უკვე დაკომპლექტდა, მის დროებით ხელმძღვანელად კი ამავე სამსახურის თანამშრომელი, ზაზა ჩხიკვაძე დაინიშნა.

მერიაში ამბობენ, რომ ჩხიკავძე სამსახურის უფროსის ფუნქციებს დროებით შეასრულებს, მთავარი არქიტექტორის შესარჩევად კი, კონკურსი გამოცხადდება.

ქუთაისის მერიაში დაკომპლექტებულია ზედამხედველობის სამსახურიც. სამსახურში 20 თანამშრომელია დასაქმებული და მას ზვიად ჯავახია ხელმძღვანელობს, რომელიც ამ პოსტზე კონკურსის გარეშე დაინიშნა. მანამდე იგი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი იყო.

რეორგანიზაციამდე, არქიტეტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურს ბაქარ ჭეიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც თანამდებობა მერიაში ახალი გუნდის მოსვლის პირველივე დღეს დატოვა.

ქუთაისის მერიამ უკვე შეარჩია 5 სამსახურის უფროსი, რომლებიც პოსტებზე რამდენიმე დღეში დაინიშნებიან.


ამავე თემაზე:


„ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადდება“-გიორგი ჭიღვარიას პირველი სამუშაო დღე

ქუთაისის მერიაში არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური გაიყოფა


ქუთაისის მერიამ სამსახურების უფროსებისა და სპეციალისტებისთვის კონკურსი გამოაცხადა

თანამდებობის პირები, რომლებმაც სამსახურის უფროსის პოზიციები შეინარჩუნეს

რეორგანიზაციის შედეგად ქუთაისის მერია 32-მა თანამშრომელმა დატოვა


ქუთაისის მერიაში გასაუბრების შედეგად კანდიდატები 10 პოზიციაზე შეარჩიეს
Print