"ჩვენი ყურადღება, ძირითადად,
მიმართულია ენერგოეფექტურობისა და კლიმატის ცვლილებების კუთხით,
რადგან საქართველოში ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
შევეცადეთ 2017
წელს გაგვეზარდა საზოგადოების ცნობიერება და მოგვეხდინა მათი მეტი ინფორმირება",
- ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე,
ირაკლი ფურცელაძე.
აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ბაღდათის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებთან, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და ქუთაისის ბაგა-ბაღის აღმზრდელებთან. .
მიმდინარე წელს ამერიკის საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის
ფარგლებში ჩატარდა საზაფხულო ბანაკი “METS CAMP” სკოლის
მოსწავლეებისთვის, რომლის მიზანიც იყო სამეცნიერო საგნების და
პროფესიების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.
ასევე, გასულ წელს გასცა მინი-გრანტი, რომლითაც ქუთაისის #1 საბავშო
ბაღის შენობის ენერგოაუდიტი განხორციელდა. ენერგოაუდიტის საბოლოო
შედეგები კი 2018 წლის იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი.
ქუთაისში, სამი წლის წინ აშენებული საბავშვო ბაღი დღემდე არ ფუნქციონირებს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების, პაციენტთა მხარდამჭერი ჯგუფებისა და საზოგადოების ორწლიანი აქტიურობის შემდეგ, საქართველოს მთავრობა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის — „ჯივინოსტატის“ — შეძენას უზრუნველყოფს.




მასალის გამოყენების პირობები