ახალი ამბები
„ავტომობილი გაჩხრიკეს, დაშალეს და დამიტოვეს“,- რა მოხდა სარფის საბაჟოზე (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები იუზა ხურცილავა პოლიციის თანამშრომლებს კერძო საკუთრების ხელყოფაში ადანაშაულებს და მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

მისი თქმით, სამი დღის წინ, საქართველოს საზღვარი სარფის საბაჟოზე საკუთარი ავტომობილით გადმოკვეთა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა მისი ავტომობილის ჩხრეკა მოითხოვეს. ჩხრეკის პროცესში პოლიციელებმა ამოიღეს მანქანის სავარძლები, ელექტროგაყვანილობა და დააზიანეს ავტომობილი.

"ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე უნდა გავჩხრიკოთო. დაშალეს მანაქანა და დატოვეს ასე. ახალ წლამდე უნდა გამეყიდა და ახლა რა ვქნა? მოვითხოვ, როგორც დაშალეს, ისე ააწყონ",-ამბობს იუზა ხურცილავა. მისივე თქმით, ავტომობილი ე.წ. სკანერზე მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყვანეს, თუმცა, მანქანაში საეჭვო ვერაფერი იპოვეს.



პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" რეგიონალური ხელმძღვანელი, თემურ ცამციშვილი, რომელმაც მომხდარის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა, აცხადებს, რომ პოლიცია მოქალაქის საკუთრების უფლებას არ იცავს.

"ნაცვალდ იმისა, რომ პოლიციის თანამშრომლები იცავდნენ კერძო საკუთრებას, პირიქით, დაუზიანეს ადამიანს მანქანა და დატოვეს ისე. როგორი ინფორმაციაც არ უნდა ჰქონოდათ, ეს არ ამართლებს მათ საქციელს", - ამბობს თემურ ცამციშვილი.

იუზა ხურცილავას ევროპის ქვეყნებიდან ავტომობილები, მათი რეალიზაციის მიზნით, რეგულარულად შემოჰყავს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს, დასავლეთ
საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე, აღმოსავლეთ
საქართველოში, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის
სახით.
14:15 / 16.01.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს, დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე, აღმოსავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით.
ქუთაისში, მონპლაზირის ტერიტორიაზე არსებული მოედნის (საფეხმავლო
სივრცის) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის საჭირო
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას (თანმდევი
ექსპერტიზით) შპს
12:55 / 16.01.2026
ქუთაისში, მონპლაზირის ტერიტორიაზე არსებული მოედნის (საფეხმავლო სივრცის) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას (თანმდევი ექსპერტიზით) შპს "ბიზნეს-ინჟინერთა კავშირი" განახორციელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.