ახალი ამბები
გუმათჰესზე გაჩენილი ხანძრის გამო წყალი ნავთობპროდუქტებით დაბინძურდა
FaceBook
გუმათჰესზე მიმდინარე წლის 6 დეკემბერს გაჩენილი ხანძრის გამო, მდინარე რიონის არხში წყალი ნავთობპროდუქტებით დაბინძურდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჟამად არხში ჩაღვრილი ნავთობპროდუქტების ამოსატუმბად სამუშაოები ხორციელდება.

დეპარტამენტში ქუთაისიპოსტს განუმარტეს, რომ ამ ეტაპისთვის არხის წყლისა და ზედაპირული წყლის ობიექტებიდან სინჯების აღება მიმდინარეობს, რომლის შედეგები კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.

"გარკვეულ ტერიტორიაზე არის წყალი დაბინძურებული. რამდენად გავრცელდა, ზუსტად სინჯების აღების შემდეგ გვეცოდინება", - ამბობენ უწყებაში.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, ადგილზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების ჯგუფი მუშაობს.

​ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, სახანძრო სამსახურის მიერ, ხდება ტრანსფორმატორზე წყლის დასხმა. ჰესის გამორთვისას, ზედაპირული წყალსატევის ნავტობპროდუქტებით დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, ავტომატურად ჩაიკეტა ჩამკეტი ფარები.

ავარიის ადგილის მიმდებარე ტერიტორია დაბინძურებულია სატრანსფორმატორო ზეთით, ამჟამად მიმდინარეობს ასევე ნიადაგის ნიმუშების აღება, ლაბორატორიული კვლევის მიზნით.

გუმათჰესი 2-ის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია-ექსპლუატაციაზე სს "ენერგო-პრო ჯორჯიაზე" გაცემულია გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ასევე, შეისწავლის ნებართვით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობას და დაანგარიშდება გარემოსათვის მიყენებული ზიანი.

ქუთაისში გუმათჰესის -2 კასკადზე ხანძარი მიმდინარე წლის ექვს დეკემბერს გაჩნდა. რის შედეგადაც, ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ ტრანსფორმატორზე იყო გავრცელებული, ადგილზე ძლიერი დაკვამლინება შეინიშნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გუმათჰესში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გუმათჰესის ტერიტორიაზე 18 ტონამდე საწვავი დაიღვარა.



მავე თემაზე:

ქუთაისში გუმათჰესი იწვის

გუმათჰესზე ევაკუაცია დაიწყო


გუმათჰესში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება (ვიდეო)

შსს-მ გუმათჰესში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო

გუმათჰესზე ხანძარი ლოკალიზებულია

გუმათჰესზე ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა დაიწყო
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.