ახალი ამბები
"დასამატებელია სათვალთვალო კამერები" - მანდატურის სამსახური ქუთაისის საჯარო სკოლებზე
FaceBook
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში განმარტავენ, რომ ქუთაისის საჯარო სკოლებში სათვალთვალო კამერები არასაკმარისია.

მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის, შორენა ზედგინიძის თქმით, ქალაქის იმ სკოლებში, სადაც მანდატურის სამსახური მუშაობს, კამერები ყველგანაა დამონტაჟებული. თუმცა ის, ასევე, აღნიშნავს, რომ არის ხარვეზები და დასამატებელია ვიდეოკამერები.

სამსახურში კონკრეტულად ვერ გვეუბნებიან უშუალოდ რამდენი სკოლის გარე პერიმეტრზე არაა დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები.

"არის ხარვეზები და დასამატებელია ვიდეოკამერები. ჩვენ რეკომენდაციები მიცემული გვაქვს იმ სკოლებისთვის, სადაც ჩვენი სამსახურია, მათ შორის გარე პერიმეტრზეც, რადგან ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია უსაფრთხოებისთვის", - ამბობს შორენა ზედგინიძე.

მისივე განმარტებით, კამერების დამონტაჟება სკოლამ თავად უნდა უზრუნველყოს.

მიმდინარე წლის 13 დეკემბერს ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე, თანაკლასელის მამამ ცემა. პოლიციამ უკვე დაკითხა სკოლის დირექტორი და მოსწავლეების მშობლები. დირექტორის თქმით, მიმდინარეობს მომხდარის დეტალური შესწავლა, თუმცა, როგორც ირკვევა, სკოლას გარე პერიმეტრზე სათვალთვალო კამერა არ აქვს, რაც სიმართლის დადგენას გაამარტივებდა.

ფაქტის შესწავლა განათლების სამინისტრომ დაიწყო.



ამავე თემაზე:

ქუთაისში, მშობელი პოლიციის ფორმაში ჩაცმულ მამაკაცს შვილის ცემაში ადანაშაულებს

განათლების სამინისტრომ ქუთაისში მოსწავლის ცემის ფაქტის შესწავლა დაიწყო

„ყური აუწია და უთხრა, მეტი აღარ გაიმეოროო“- რას ჰყვება სკოლის დირექტორი მოსწავლის ცემაზე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.