ახალი ამბები
რას კითხულობენ ქუთაისის ბიბლიოთეკებში 2017 წელს
FaceBook
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში და ქალაქის საბიბლიოთეკო ფილიალებში 2017 წელსაც მოთხოვნა კლასიკოსი მწერლებზე კვლავ აღემატება თანამედროვე ავტორებს.

თუმცა, თანამედროვე მწერლების მიმართ ინტერესი ყოველწლიურად მზარდია.

2017 წელს, ქუთაისის ბიბლიოთეკებში ქართველი ავტორებიდან ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავდა კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილსა და ნოდარ დუმბაძეს. ნაკლებად,  თანამედროვე ქართველ მწერლებს.

სამეცნიერო ლიტერატურიდან ყველაზე მეტი ინტერესი და საჭიროება საქართველოს ისტორიის ნარკვევების, ჟუჟუნა ფეიქრიშვილის 'ქართული ენის", ტარიელ ფუტკარაძის "ქართული ენის ისტორიის" მიმართ გამოიკვეთა.

უცხოელი ავტორებიდან პოპულარობით სარგებლობენ კლასიკოსი მწერლები ოსკარ უაილდი, თეოდორ დოსტოევსკი, გაბრიელ გარსია მარკესი, ვიქტორ ჰიუგო, ვირჯინია ვულფი, ფრანც კაფკა და ჯეინ ოსტინი.

ასევე, დიდი მოთხოვნაა იტალიური ენის შესასწავლ სახელმძღვანელოზე.

თანამედროვე ავტორებიდან კითხულობენ ელიფ შაფაქს, ბორის აკუნინს, ჯოზე სარამაგუს, ჯონ ფაულზს, რობერტ მუზილს, პოლ ოსტერს, დანიელ კიზის, ფრედერიკ ბეგბედერს და ჯოან როულინგს.

მოთხოვნა დასავლელ ავტორებზე გაცილებით მეტია, ვიდრე აღმოსავლელ მწერლებზე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.